logo_geo
eng_logo
გიორგი აბდალაძე: გრიგოლ ვაშაძეს ვაჟკაცობა არ ეყო, ეღიარებინა, რომ ჩემს წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი
- +

22 ნოემბერი. 2018. 12:53

 

ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მისვლას გამოეხმაურა და აცხადებს, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილის სასამართლოში მისვლა მოულოდნელი იყო.

 

აბდალაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს დაიჭირეს.

 

„მან კარგად იცის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან არც ერთი დოკუმენტი არ წამიღია, ყველა თანამშრომელი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო, ამასთან დაკავშირებით საქმის კურსშია. ის დღეს უარყოფს, რომ მიცნობს. იმის კაცობა და ვაჟკაცობა არ ეყო, ეღიარებინა, რომ ჩემს წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი. უდანაშაულო ადამიანი ჩამსვეს ციხეში, მაწამეს და მაიძულეს, მეღიარებინა ის სისულელე. სასამართლომ უნდა გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი", - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

 

ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner