logo_geo
eng_logo
გიორგი აბდალაძე მოსამართლეთა კოლეგიას: იმედი გვაქვს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანთ
- +

22 ნოემბერი. 2018. 13:38

 

ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

 

„ძალიან დიდი უსამართლობა, სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენ სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანთ, რომელსაც ამდენი წელია ველოდებით. რამდენი რამ დაგვაბრალეს და მტკიცებულებაც კი არ დევს საქმეში“, - მიმართა გიორგი აბდალაძემ მოსამართლეთა კოლეგიას.

 

მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და დაზარალებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner