logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა ირაკლი ღარიბაშვილზე: ამიტომაც უყვარს ხალხს...
- +

18 მაისი. 2016. 10:44


მგონი, ყოველდღე უნდა უჩიჩინო ადამიანებს, რა გაკეთდა და რა კეთდება", - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „facebook"-გვერდზე.



მგონი, ყოველდღე უნდა უჩიჩინო ადამიანებს, რა გაკეთდა და რა კეთდება, ჩიჩინი ჭრის. სულაც არ მეზარება,  ხშირად აღნიშნო, რომ უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა სოლიდარობის ფონდი", რომელმაც უამრავი ბავშვი გადაარჩინა სიკვდილს და კიდევ ბევრს გადაარჩენს, ირაკლის უშუალო ინიციატივით შეიქმნა პროექტი - სოციალურად დაუცველ წარჩინებულ სტუდენტებს აუშენდეს საცხოვრებელი სახლები, რომელიც უკვე დამთავრების სტადიაშია, ირაკლი ღარიბაშვილის პირადი გადაწყვეტილებით, მოეწერა ხელი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის პროექტს გაზსაცავის მშენებლობას, ირაკლის ინიციატივით გაეზარდათ დახმარებები ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს და სამამულო ომის ვეტერანებს, ირაკლის ინიციატივით დაწესდა - სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახს ერთჯერადად მიეცეს 100 000 ათასი ლარი, დანარჩენი რომ არ ჩამოვყვე, ორ წელიწადში ეს ძალინ ბევრია, დამნახავი და მადლიერი ადამიანებისთვის, დაუნახავებს კი ვეტყვი, რომ მას ერთგულება შეუძლია ისეთი, როგორსაც ვერცერთი თქვენგანი ვერ შეძლებდა და ამიტომაც ყავს უამრავი მტერი და უყვარს ხალხს, იმ ხალხს, ვისაც თვალებში უნდა ჩახედოთ ბევრმა ხვალ!

P.S. ბოლოს მისი ისტორიული ხელმოწერა დარჩება საუკუნეებს, ასოცირების ხელშეკრულებაზე!" - წერს ნინო ჯღარკავა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner