logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელი: ფონდ „იავნანას“ საქმიანობით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ!
- +

18 მაისი. 2016. 10:55


„არავითარი მსოფლიო ნიჭის გაბრწყინება არ მაინტერესებს! თუ ნიჭიერია, პირველ რიგში, თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს", - განაცხადა რეზო ამაშუკელმა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით საუბრისას.



როგორც პოეტმა გაზეთ „ასავლ-დასავალთან" ინტერიუში თქვა, ის ბურჭულაძეს, როგორც მომღერალს, დიდ პატივს სცემდა, მაგრამ მის ქველმოქმედებას ყოველთვის „ეჭვის თვალით უყურებდა".


 

„ბურჭულაძე ერთი ხელით კარგ საქმეს აკეთებდა, მეორე ხელით კი  გიჟ სააკაშვილთან ერთად ფულს ათეთრებდა. ვინ აღრიცხავდა ან აღირიცხებოდა თუ არა საერთოდ ფონდ „იავნანაში" შეგროვებული თანხის მოძრაობა? ეს ძალიან სერიოზული თემაა, რომლითაც აქამდე არავინ დაინტერესებულა და კარგი იქნება, შესაბამისი სამსახურები ახლა თუ მაინც დაინტერესდებიან", - განაცხადა ამაშუკელმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner