„საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ჟურნალისტ ლაშა მესხის განცხადებით, პროტესტს ჟუტნალისტების ნაწილი, ოპერატორები და ტექნიკური პერსონალი უერთდება.
„მოამბის" თანამშრომელთა ნაწილი მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, მედიატორის სტატუსით ჩაერთოს პროცესში.
საერთო ჯამში 83 თანამშრომელია, რომლებიც ადმინისტრაციას 21-დღიან ვადას აძლევენ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებიან.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ადმინსტრაციას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.