logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ვფიქრობ, დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, რატომ ამბობს უარს სალომე ზურაბიშვილი „რუსთავი 2“-ში მისვლაზე
- +

22 ნოემბერი. 2018. 16:46

„მესმის სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულების „რუსთავი 2“-თან მიმართებაში, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მივიდეს ტელევიზიაში, თუმცა ჩვენი გუნდის ლიდერები მზად ვიყავით, რომ მათ ეთერში დავმსხდარიყავით, ამის შესახებ წერილობითაც ეცნობა „რუსთავი 2″-ს, თუმცა, მათ შეეშინდათ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის მხრიდან მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ხდებოდა პირდაპირი შეურაცხყოფა სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

 

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის უარს, დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, თუ რატომ განაცხადა და რატომ დააფიქსირა ძალიან მკვეთრი პოზიცია „რუსთავი 2“- ში არმისვლასთან დაკავშირებით. მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ხდებოდა სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფა. ოჯახის წევრებზე გადავიდნენ, ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი. ხდებოდა კონკრეტულად ხელის შეშლა საარჩევნო კამპანიის პროცესში. უამრავი მაგალითი და ფაქტები შეგვიძლია მოვიყვანოთ ამასთან დაკავშირებით. როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხვდებოდა რეგიონებში მოსახლეობას, თუ როგორი შეურაცხყოფებით მიმართავდნენ, როგორი იყო მის მიმართ დამოკიდებულება. მესმის სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება და განწყობა, „რუსთავი 2“-თან მიმართებაში, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მივიდეს ამ ტელევიზიაში, თუმცა, ჩვენი გუნდის ლიდერები მზად ვიყავით, რომ მათ ეთერში დავმსხდარიყავით, ამის შესახებ წერილობითაც ეცნობა ტელევიზიას, თუმცა, მათ შეეშინდათ, ეს ნორმალურია და ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რა მდგომარეობაში ჩავაყენეთ 2016 წელს, 2017 წელსაც და იგივე განმეორდებოდა ახლაც, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს“, – განაცხადა კახი კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner