logo_geo
eng_logo
კახა კალაძე პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე: მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს სიმართლე
- +

22 ნოემბერი. 2018. 16:50

 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც წინასაარჩევნოდ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებას ეხება, გამოძიება დაიწყო, თუმცა კარგი იქნება, თუ მესამე სექტორი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. მისი თქმით, ამ საკითხზე სიმართლეს მიმდინარე გამოძიება დაადგენს.

 

„გამიჭირდება ვთქვა, ჭეშმარიტება როგორ დადგინდება ამ საქმეზე, ამაზე სწორ პასუხს გამოძიება გაგცემთ. ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი, რაიმე მეთქვა ამასთან დაკავშირებით. დაველოდოთ გამოძიებას და იქნება შესაბამისი პასუხები. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ იქნება თანამშრომლობა, ამას მივესალმებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა გაიგოს სიმართლე. ჩვენც მიმართული ვართ იმისკენ, რომ არ დავუშვათ რაიმე გადაცდომა, კანონდარღვევა. ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, იყოს თავისუფალი გარემო, იყოს სიმშვიდე, რომ ორივე კანდიდატს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავიანთი ხედვები წარუდგინონ მოსახლეობას, ამიტომ, თუ რაიმე დარღვევები არსებობს, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner