logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მიღებულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს
- +

18 მაისი. 2016. 11:42


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანონში ცვლილებების შეფასებისას, „რიონის" ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტს ჯერჯერობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კანონპროექტი არ გადაუგზავნია, შესაბამისად, თავს იკავებს დაკონკრეტებისგან, დაადებს თუ არა ვეტოს კანონპროექტს.



პრეზიდენტი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს.



ჩვენ თავიდანვე დავსვით კითხვა, რა საჭიროებას წარმოადგენს ამ კანონის ასე ფორსირებულად, ასეთ სწრაფ რეჟიმში გატანა. რატომ არ ხდება ამ კანონის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნა, რატომ არ არიან აქტიურად ჩართული ამ დისკუსიაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები. ყველა ეს კითხვა იყო ბუნებრივი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე. ჩვენი სახელმწიფო სისტემა დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ინსტიტუტზე, რომელიც ქმნის სტაბიულურ სახელმწიფო სისტემას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუტების უფლებამოსილებები იყოს დაბალანსებული. ერთ-ერთი ასეთი თემა იყო ეროვნული ბანკის საკითხი. დღესაც, ჩემთვის გაუგებარია ის ნაჩქარევი, შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომლითაც განიხილა ეს კანონპროექტი. არ შეიძლება ქვეყნის ფუნდამენტური სტრუქტურების თემით მუდმივად თამაში. ჯერჯერობით, პარლამენტს კანოპროექტი ჩემთან არ გადმოუგზავნია, მაგრამ იმისთვის, რომ მე, დღეს, პირდაპირ ვთქვა, ვეტო იქნება თუ არა, უნდა გავეცნო კანონს. რამდენადაც ვიცი, იქ პროცედურულ დარღვევებიც იყო. გარდა ამისა, საერთოდ ტენდენცია არ მომწონს ამ მიმართულებით. როდესაც კანონი მოვა ჩვენთან, მაშინ იქნება კონკრეტული ვერდიქტი",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner