მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გააძლიეროს სწორედ ის მცირე და საშუალო მეწარმეები, რომელიც ძალიან სჭირდება საქართველოს.
„საქართველო, სოფლის მეურნეობის ექსპორტის კუთხით, ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა რეგიონში. მე, როგორც მომავალ პრეზიდენტს, მინდოდა მეთქვა, რომ ვიქნები მათ გვერდში, დაგეხმარებით ყველანაირად, რა შესაძლებლობაც მექნება, საექსპორტო ბაზრებზე გასვლაში იმისთვის, რომ ჩვენ არასოდეს აღარ ვიფიქროთ, რომ რუსეთის გარდა არაფერი გვეშველება და რუსული ბაზრების გარდა საშველი არ არის. მთელი მსოფლიოს ბაზრები ღია არის ან გაიხსნება ჩვენთვის, ამაზე ვიმუშავებ და ეს იქნება ერთ-ერთი გაძლიერება რეგიონის. ფერმერები არიან მაგალითი იმისი, თუ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს იმისთვის, რომ გააძლიეროს სწორედ ის მცირე და საშუალო მეწარმეები, რომელიც ძალიან სჭირდება ქვეყანას, თავის ეკონომიურ და სოციალურ-პოლიტიკური განვითარებისთვის. ესენი არიან და იქნებიან ის თავისუფალი ნაწილი საზოგადოების, რომელიც ესოდენ გვჭირდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.