„საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის მატარებლები საქართველოში 17 ივლისს შემოვა.
„ზაფხულისთვის ჩვენს მგზავრებს სიურპრიზი მოვუმზადეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას. მათ უფლება მოგვცეს, რომ შევისყიდოთ 4 ერთეული ახალი ორსართულიანი, კომპანია „შთადლერის" მატარებელი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ტექნოლოგიად ითვლება. მატარებლების შემოსვლას ჩვენ 17 ივლისს ველოდებით. ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, ზაფხულშივე დადგება მიმართულებაზე თბილისი-ბათუმი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.