ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სესხების განულებასთან დაკავშირებით საუბარია იმ სესხებზე, რომელიც ფინანსური ორგანიზაციების ბალანსიდან უკვე ჩამოწერილია.
მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება ორ კერძო სუბიექტს შორის შედგა და ინიციატივაში ის ფინანსური ორგანიზაციები მონაწილეობენ, ვისაც ამის სურვილი აქვს.
„ეს გავლენას საფინანსო სექტორის მოთამაშეებზე არ მოახდენს. რაც შეეხება ზოგად გავლენას, აღნიშნული ინიციატივა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც არიან საკრედიტო ბიუროში ე. წ. ნეგატიური სტატუსით, ახალ შანსს მისცემს, რომ ოფიციალურად იმუშაონ ლეგალურ სექტორში. სხვა შემთხვევაში მათ უწევთ არალეგალურ სექტორში მუშაობა და საქმიანობა. ეს არის აღნიშნული ინიციატივის დადებითი შედეგი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.