logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: ეკონომიკისთვის დამაზიანებელია როგორც მაღალი ინფლაცია, ასევე დეფლაცია
- +

22 ნოემბერი. 2018. 17:36

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ეკონომიკისთვის დამაზიანებელია, როგორც მაღალი ინფლაცია, ასევე დეფლაცია.

 

„განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, რაც ძირითადად, ქვეყნების ამ ჯგუფში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპით აიხსნება. განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოდ 1-2 პროცენტს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 2-4 პროცენტის ფარგლებშია“, – განაცხადა გვენეტაძემ.

 

მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან, ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებისა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის განვითარებასთან ერთად, ეტაპობრივად იზრდება ეროვნული ბანკის შესაძლებლობებიც, რათა ინფლაცია ოპტიმალურ დონეზე იყოს შენარჩუნებული.

 

„აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, 2018 წლიდან სამიზნე მაჩვენებელი 3 პროცენტამდე შემცირდა და შემდგომი წლების განმავლობაში, საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტი იქნება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner