საერთაშორისო კონფერენციაზე - „მედიაციის დღეები 2018“ - საქართველოში მედიაციის განვითარების პერსპექტივები განიხილეს, რომელიც თბილისში 21-22 ნოემბერს გაიმართა.
კონფერენციას ასზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის მედიაციის წამყვანი ექსპერტები, მეცნიერები, პრაქტიკოსები დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ავსტრიიდან, ისლანდიიდან და სხვაევროპული ქვეყნებიდან. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდებით დაინტერესებული ქართველი სპეციალისტები სამართალდამცავი ორგანიზაციებიდან,აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებიდან, მეცნიერები და სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მედიაციის გამოყენების გაზრდა საქართველოს და ევროკავშირის შეთანხმების ნაწილია. სხვადასხვა პროექტების მეშვეობით ევროკავშირი მხარს უჭერს სამართლიანი და ეფექტური მედიაციისგანვითარებას საქართველოში, რაც რეალურ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს სწრაფად და მეგობრულ გარემოში მოაგვარონ არსებული დავები ისე, რომ დავის ორივე მხარე მოგებულიდარჩეს.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სადისკუსიო პანელები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გენდერი მედიაციაში, კოლექტიური შრომითი დავები, მედიაციის გამოყენება არასრულწლოვან დამნაშავეებთან, საჯარო სამსახურში მედიაციის დანერგვის პერსპექტივები.
პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, გუგული მაღრაძე მოდერატორობას უწევდა პანელს „გენდერიმედიაციაში“.
ბრიტანელმა ექსპერტმა, შეილა ბეიტსმა შეკრებილთ გააცნო დიდი ბრიტანეთის გამოცდილება მედიაციაში გენდერული ფაქტორის მნიშვნელობის და სპეციფიკის შესახებ.
მისი თქმით, ქალი მედიატორებიუპირატესად მუშაობენ კონფლიქტების მოგვარებაზე, ოჯახურ დავებზე, ჯანდაცვასთან, მშენებლობებთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავების მოგვარებაზე, მაშინ როცა ბიზნეს და კომერციულდავებში მამაკაცები უფრო არიან წარმოდგენილი როგორც მედიატორები.
შეილა ბეიტსმა აღნიშნა, რომ არის გარკვეული განსხვავებები ქალ და მამაკაც მედიატორებს შორის სხეულის ენის, ხმის ტემბრის, ემპათიური უნარების განსხვავებულად გამოყენების მხრივაც. ასევეაღინიშნა, რომ დიდ ბრიტანეთში მედიაციის სფეროში უფრო არსებობს ასაკობრივი, ვიდრე გენდერის პრობლემა, რადგან მედიატორები ნაკლებად არიან ახალგაზრდები და ძირითადად ამ სფეროშიმუშაობენ 50 და მეტი ხნის ადამიანები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორებმა, ლია სანიკიძემ და კონსტანტინე გელაშვილმა დამსწრეთ გაუზიარეს ის პრაქტიკული გამოცდილება, რაც არსებობს დღეისთვის სასამართლო მედიაციაშიგენდერულ ფაქტორთან დაკავშირებით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრმა, ქეთევან ჭუმბაძემ, თავის პრეზენტაციაში წარმოადგინამშვიდობის მშენებლობაში ქალების მონაწილეობის საერთაშორისო პრაქტიკა და ჟენევის მოლაპარაკებებისათვის ქალების ჩართულობის მნიშვნელობა.
გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მედიაციის განვითარება საქართველოში ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია, მისი დანერგვა უპირველესადდამოკიდებულია ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე: უშვებს თუ არა ხელისუფლება იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში არსებობდეს დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმი და არ იყოსამისთვის ერთადერთი მექანიზმი სასამართლო ხელისუფლების სახით.
გუგული მაღრაძეს, როგორც პარლამენტის წევრს და, ასევე, თსუ-ს კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის და მედიაციის კლინიკისხელმძღვანელს, მედიაციის განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამართალდამცავ ორგანიზაციებთან, საერთაშორისოორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორთან და სამეცნიერო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მომზადებულია და უახლოეს მომავალში პარლამენტში ინიცირებული იქნება „კანონიმედიაციის შესახებ“, რაც გზას უხსნის მედიაციის ინსტიტუტის ფართოდ დანერგვას საქართველოში.
„ეს კი, თავის მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია საქართველოს სახელმწიფოსდემოკრატიული განვითარებისა, რამდენადაც მედიაცია გულისხმობს მოქალაქეთა ფართო ჩართულობას დავების გადაწყვეტის პროცესში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მან გაიხსენა, რომ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგებს აბსოლუტური მიუღებლობა ჰქონდათ საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის შემოღებისადმი.
„ეს სრულიად გასაგებია მაშინდელიხელისუფლების ავტოკრატიული ხასიათიდან გამომდინარე. სწორედ ის, რომ 2014 წლიდან გადაიდგა პირველი ნაბიჯები სასამართლო მედიაციის დანერგვისაკენ და მედიაციის კანონის მიღებისშემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდება მედიაციის გამოყენება სხვადასხვა სფეროში, მოწმობს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტებისგანვითარებას ქვეყანაში“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს როგორც სამოქალაქო მედიაციაზე, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე მედიაციის გამოყენების შესაძლებლობებზე. კონფერენციის დასასრულს გაიმართა სამუშაოშეხვედრა ქართველ მედიატორებთან, რომელსაც უძღვებოდა ბრიტანელი ექსპერტი, მედიაციის აკადემიის დამფუძნებელი, ალედ დეივისი.
კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია (ILO), ასევე დიდიბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოს მთავრობა - UK aid საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის ფარგლებში.