logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი „არა ნაცებს - არა ბოროტებას“ ბანერებზე: ვერ გავიგე, რატომ გამოიწვია „ნაცმოძრაობის“ ასეთი აღშფოთება
- +

22 ნოემბერი. 2018. 19:02

 

თბილისის ქუჩებში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბანერები „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, იდეის ავტორი ბიზნესმენი სანდრო მეგუთნიშვილია, რომელმაც საკუთარი სახსრებით განახორციელა იდეა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ანალიტიკოსმა მირიან ყარაულაშვილმა „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

 

„ბიზნესმენი სანდრო მეგუთნიშვილი თავის დროზე ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა. 2010 წელს გაუგებარი მიზეზის გამო დააპატიმრეს. შემდგომ ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს გლდანის ციხეში. ზუსტად მაშინ, ჩემი ოჯახის წევრი იყო გლდანის ციხეში, ჩემი დეიდაშვილი და იქ ერთ-ერთი გასეირნების დროს შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც მან მითხრა, სანდრო ისე იყო შეცვლილი, 28 დღის განმავლობაში 52 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული. და ეს ყველაფერი ცემისგან, თითოეული იმ ადამიანისგან, რომელიც მაშინ ქვეყნისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობაში იყო. კუდ-ის კახეთის რეგიონალური სამსახურის მაშინდელი თანამშრომელები სპეციალურად ჩამოდიოდნენ გლდანის ციხეში, იქ სცემდნენ პატიმარს, იმიტომ, რომ ფული გამოეძალათ.

 

მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, სანდრო მეგუთნიშვილმა კომპენსაციაც მიიღო, სასამართლოები აქვს და 1-2 კვირის წინ დამირეკა რჩევის საკითხავად. ვიფიქრე, ვიკითხე მეგობრებთან და გადავწყვიტეთ ამ იდეის განხორციელება.

 

მე ვერ გავიგე, რატომ გამოიწვია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ბანერებმა აღშფოთება. თითოეულ ბანერზე გამოსახულია მათი პარტიის ლიდერები, ნატურალურ ზომაში, ნატურალური ფოტოგრაფიებია აღებული და გაკეთებულია კოლაჟი. სამწუხაროდ, ბანერების ფორმატი არ იძლეოდა ადამიანების დამატების საშუალებას, თორემ იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ბოკერია, მამა-შვილი გაბაშვილი, კოდუა, ვაშაძე, მელია და ძალიან ბევრი. სხვათაშორის, სანდროს ჰქონდა იდეა, შეიძლება ერთი-ორი ბანერი კიდევ დავამატოთ“, - განაცხადა მირიან ყარაულაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner