logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს
- +

22 ნოემბერი. 2018. 19:36

„დღეს ძალიან განსხვავებული მდგომარეობაა, ვიდრე იყო არჩევნების პირველ ტურამდე. ადამიანები მზად არიან, მივიდნენ არჩევნებზე, პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ ექსპერტმა მირიან ყარაულაშვილმა „ობიექტივის“ ეთერში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

„ადამიანებმა იგრძნეს, რომ მათი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს პირველ ტურზე, მივიდა ხელისუფლების ყურამდე. ხელისუფლებამაც გაითვალისწინა მოსახლეობის პროტესტი და წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე. ვფიქრობ, რომ აქტივობა იქნება საკმარისი და სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. სხვა შემთხვევაში არჩევნები იქნება გაყალბებული, რადგან ის კვლევები და სოციოლოგია, რომლებიც დევს სანდო წყაროებში, მხოლოდ ამის თქმის საშუალებას იძლევა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს არჩევნები ძალიან წყნარად და ცივილიზებულად ჩაივლის, საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გვეყოლება. სასიამოვნოა, რომ ეს არის ქალბატონი, რომელსაც ევროპული განათლება და ცხოვრება აქვს, სულით და ხორცით ქართველია“, - განაცხადა მირიან ყარაულაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner