„საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, „თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დედაქალაქის გენერალური გეგმის დასრულებას უნდა დაველოდოთ".
„ჩვენ შევაფასეთ სამივე ალტერნატივა და მათზე კონსულტანტებმა შედარებითი ანალიზი გააკეთეს. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გენერალური გეგმის დამთავრებას, რომ უკვე მოხდეს მერიის მხრიდანაც პრიორიტეტის დასმა, ამ სამი პროექტიდან რომელი იქნება საერთო ჯამში საინტერესო. ჩვენ უნდა დავაბალანსოთ როგორც მუნიციპალიტეტის ინტერესი, ასევე რკინიზგის ინტერესი. არ იქნება სწორი, ჩვენ ვთქვათ, რომ ან მხოლოდ რკინიგზის ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს, ან მხოლოდ მუნიციპალიტეტის. ორივე მიმართულებაში ჩვენ უნდა გვქონდეს პოზიტიური გადაწყვეტილება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.