-
+
18 მაისი. 2016. 12:14
საქართველოს პრეზიდენტმა იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მდებარე საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი, ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულა.
გიორგი მარგველაშვილმა იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან და წყალტუბოს გამგებელ კონსტანტინე მამისეიშვილთან ერთან წყალტუბოს ცენტრალური პარკიც დაათვალიერა და პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.