logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: იქნებ ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და ჩემით წამოვიღო „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტი?!
- +

18 მაისი. 2016. 12:39


საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტის მიღების პროცესი სწრაფად წარიმართა, რაც პოლიტიკურად გაუმართლებელია.



პოლიტიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელია ასე სწრაფად ამ პროცესის წარმართვა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების ჩართვის გარეშე, როგორიცაა ვენეციის კომისია და როგორიცაა თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც, ალბათ, ჭკუა უნდა ვკითხოთ, როდესაც მათ კონსტიტუციურ სტატუსზე ვლაპარაკობთ. სხვა დეტალებზე ამ დროისთვის ვერაფერს ვიტყვი, რადგან თვითონ კანონპროექტი აქამდე არ მიმიღია და ვფიქრობ, იქნებ ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და ჩემით წამოვიღო ეს კანონპროექტი, რომ ბოლოს და ბოლოს დეტალებზე გესაუბროთ, თუ რა სირთულეებია კანონში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში" ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner