logo_geo
eng_logo
„ევროვიზიის“ კონკურსს პროტესტს უცხადებენ!
- +

18 მაისი. 2016. 13:55


ევროვიზია-2016"-ის შედეგები რამდენიმე ქვეყანამ გააპროტესტა. პეტიციას ამ დროისთვის ხელი მოაწერა უკვე 75 000 ადამიანმა.

პეტიცია გამოქვეყნდა Change.org.-ზე


ჩვენ გვესმის, რომ ხმის მიცემის პროცესი ჟიურის და ტელემაყურებლების მხრიდან არის რთული და ემოციური პროცესი, თუმცა ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ მიმართვას, თვლიან, რომ წელს კონკურსის გამარჯვებული არ არის ის, ვისაც ნამდვილად უნდა გაემარჯვა",-ნათქვამია მიმართვაში.


დოკუმენტის ავტორი ერევნელი არტურ ოგანესიანია. მის პეტიციას მხარი დაუჭირეს ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, გერმანიის, შვედეთის, სერბიის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მცხოვრებლებმა.


მთლიანად პეტიციას ხელი მოაწერა 75 000 ადამიანმა.


ამავე დროს მადრიდელმა კრისიტიან გარიდომ იმავე საიტზე შექმნა პეტიცია მოთხოვნით, ესპანეთმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადოს ევროვიზიის"მომავალ კონკურსში მონაწილეობაზე. „ეს არის ევროპის დაცინვა" და ნახევარი ევროპა მიხვდა, რომ კონკურსი ემსახურება „პოლიტიკურ ინტერესებს".



იგივე მოთხოვნაა აქვთ გერმანელებს. პორტალ OpenPetition-ზე გამოქვეყნდა მიმართვა, სადაც გერმანიას მოუწოდებენ, აღარ მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსში, რადგან შედეგები წყდება „არა მხატვრულ დონეზე, არამედ ირეკლავს მხოლოდ პოლიტიკურ ტენდეციებს".



შეგახსენებთ, წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული გახდა უკრაინელი მომღერალი ჯამალა სიმღერით 1944", რომელიც ყირიმელი თათრების დეპორტაციას ეძღვნებოდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner