სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ალიასთან" საუბრისას რესპუბლიკური პარტიის თემას შეეხო. როგორც ჯაჭვლიანმა „ალიას" განუცხადა, თუ „ქართულოცნებაში" „რესპუბლიკელების" ულტიმატუმს გაითვალისწინებენ, ეს მისთვის მიუღებელი იქნება. აქვე ჯაჭვლიანმა აღნიშნა, რომ „ოცნების" წევრები ვალდებული არიან, ყველა ის პროცესი დაასრულონ, რაზეც ამომრჩეველს პრეტენზია აქვს.
„თუ „ქართული ოცნება" იმ ულტიმატუმებს გაიზიარებს და გაითვალისწინებს, რასაც „რესპუბლიკელები" აყენებენ, ეს იქნება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. პოლიტიკაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც შენ წარმოგიდგენია. ყველაზე მთავარი ის არის, რომ შეასრულო ხალხის დაკვეთა...
მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, რომ ბერძენიშვილებს და მათ მსგავსებს ჩვენს თავმოყვარეობას ნუ გაასრესინებს. მართალია, ვერავინ ვერავის გასრესს, მაგრამ სიმართლე არის ერთი, როცა შენ შედიხარ ბრძოლაში და შემდეგ სურთ, თავლაფდასხმული გაგტყორცნონ, ეგ ამბავი არ გამოვა. ჩვენ ვართ „ქართული ოცნების" წევრები და წევრებად ვრჩებით მანამ, სანამ ამ ბრძოლას არ დავამთავრებთ. სამართლიანობაა აღსადგენი, ეს ნარჩენებია გასატანი და პროცესები, რაზეც პრეტენზია აქვს ამომრჩეველს, ბოლომდეა მისაყვანი", - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.