შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრიმინალურ ავტორიტეტ ლავას ოღლის, იგივე მინდია გორაძეს თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული და ამ მომენტისთვის მეზობელი ქვეყნის საპატიმროში იმყოფება.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მისი ჩამოსვლის შესახებ, როგროც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ეს სიცრუ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
მიმდინარე წლის 18 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა. “კანონიერ ქურდ“ მინდია ლავასოღლის კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ლავასოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.