logo_geo
eng_logo
შსს-მ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
- +

24 თებერვალი. 2016. 19:14



შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზამირ ვ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით თბილისში დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ელჩინ ი-ს თანამზრახველია,  რომელმაც მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, ფონიჭალაში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ სამირა ბ-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.  ელჩინ ი-ს  სხვა თანამზრახველების დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით).





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner