„ნაციონალური მოძრაობის" შესახებ „ასავალ-დასავალს" საკუთარ მოსაზრებას მწერალი კობა არაბული უზიარებს. „დაუსჯელი ბოროტება" - ასე ახასიათებს მწერალი აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას.
„ეს დაუსჯელი ბოროტება - „ნაცმოძრაობა" თავისი ტელევიზიითა და აღზევებული „ასოებით" ებრძვის „ქართულ ოცნებას" და ქვეყანას! ნაცმედია ანგრევს ქართულ სახელმწიფოს და ერის ცნობიერებას. და დადის ქუჩაში სიცრუითა და ცილისწამებით ზომბირებული ერი, პასუხის ამაო მოლოდინში... თუ ბოროტებას არ დასჯი, ის დაგსჯის შენ", - განაცხადა მწერალმა.