ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ნოდარ ბურდილაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ კ.ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გრძელდება.
წარდგენილი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში კ.ი.-ს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.