ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა არის გამართული და ქვეყანა სწორ გზაზე დგას. ამის შესახებ მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ „თითქმის ყველა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია როგორც პროცენტულად, ასევე ხარისხობრივად“.
მისივე თქმით, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა.
„ვისაუბროთ ტემპებზე. შეიძლება სხვა რამეებზეც იყოს პრეტენზიები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. რაკი მიზანი შორს არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ გზიდან უნდა გადავუხვიოთ, რადგან მიზანს კიდევ უფრო დავშორდებით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.