logo_geo
eng_logo
შსს: „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან მომხდარ ინციდენტზე გამოკითხვები მიმდინარეობს
- +

23 ნოემბერი. 2018. 23:34

 

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან საღამოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვები ამ წუთებში მიმდინარეობს. ამის შესახებ „პირველს“ შს სამინისტროში განუცხადეს.

 

„ფაქტის შესახებ ცნობილია ჩვენთვის და მოხდა სამართლებრივი რეაგირება", - ამბობენ სამინისტროში.

 

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, მათ ოფისს სამი ადამიანი მთელი დღის განმავლობაში უკანონოდ უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა.

 

თავად ინციდენტის მონაწილეების მტკიცებით, ისინი ონლაინ-მედია „მეველეს“ თანამშრომლები არიან და შტაბთან ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ინტერვიუსთვის ელოდებოდნენ. ინციდენტის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ მათთან ანა წითლიძე მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

მერიაში ადასტურებენ, რომ ერთ-ერთი მათგანი ნიკა მაქაცარია ზუგდიდის მერიის ააიპ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის თანამშრომელია.

 

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში ოპოზიციის ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ ამ ადამიანებისთვის დავალება არ მიუციათ და ისინი, როგორც თავად აღნიშნეს, მედია-ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner