logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი „ომეგა ჯგუფს“ ვალების შემცირების მისაღები გრაფიკის შემუშავებას სთავაზობს
- +

23 ნოემბერი. 2018. 23:41

 

„ომეგა ჯგუფმა“ 52 მილიონი ლარი დააგროვა. ამავდროულად, არც ამცირებდა ამ ძველ ვალს და ყოველ თვე ახალ ვალს აგროვდებდა და შეუძლებელია ეს გაგრძელებულიყო“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „იმედის“  გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

ივანე მაჭავარიანის თქმით, კომპანიამ სამინისტროს თავადვე მიმართა თავისივე შედგენილი გრაფიკით, თუმცა დაარღვია.

 

„ჩვენ პოლიტიკური მოტივებით არასდროს გაგვივრცელებია იძულებითი ღონისძიებები, როგორიცაა ინკასო და ყადაღა და არც ახლა. თუ მოვლენ და აზრიან წინადადებას მოიტანენ, მზად ვართ თანამშრომლობითისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

ივანე მაჭავარიანმა კომპანიას შესთავაზა ვალის შემცირების მისაღები გრაფიკი წარადგინოს.

 

„არა ისეთი, რომ შემდეგი 50 ან 100 წელი ამცირონ, არამედ გონივრული. მიმდინარე დავალიანება არ გაზარდონ, შევიმუშაოთ მეთოდი და იმუშავებს ქარხანა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner