logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: პაატა ბურჭულაძისგან ხეირი ვერ იქნება!
- +

18 მაისი. 2016. 14:19


„პაატა ბურჭულაძემ თქვა, 4 წელია ვზეიმობთ სააკაშვილზე გამარჯვებას და რა მივიღეთ შედეგადო. ამას არცერთი გონიერი პოლიტიკოსი არ იტყოდა", - ასე აფასებს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში ჩართვას. ასევე გიორხელიძემ აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ჩართვით, მხოლოდ თავის სახელს დაიზიანებს.


 

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში ჩართვას ძალიან ნეგატიურად ვუყურებ. პოლიტიკიური მოღვაწეობისთვის მას არანაირი პოტენციალი არ გააჩნია. არ მინახავს მისი არცერთ ინტერივიუ, არცერთ განცხადება, რომელიც პოლიტიკოსის განცხადებას ჰგავს. მისგან რაიმე ხეირი ქართულ პოლიტიკას ვერ ექნება. ის უფრო თავის სახელს დააზიანებს ", - განაცხადა გიორხელიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner