საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ვალების განულების პროგრამასთან დაკავშირებით კომპანია „ვივუს“-თან მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა მოლაპარაკებები.
„როგორც ვიცი, ფონდ „ქართუსა“ და კომპანია „ვივუსს“ შორის შეთანხმება მიღწეულია, ვისაც ერთ წელზე ხანდაზმული დავალიანებები აქვთ და აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, შეძლებენ ისარგებლონ აღნიშნული ინიციატივით და მგონი, არც აქ იქნება პრობლემები“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას.