logo_geo
eng_logo
საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
- +

24 ნოემბერი. 2018. 10:41

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ მ.დ.-მ, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი უკანონოდ შემოიტანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული აჭარაში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია: 105 აბი „სუბოქსინი“ და ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner