logo_geo
eng_logo
მარნეულის პოლიციის თანამშრომლების მიერ კ.კ-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
- +

24 ნოემბერი. 2018. 12:24

 

 

„2018 წლის 24 ნოემბერს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო მარნეულის პოლიციის თანამშრომლების მიერ კ.კ-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, სქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„გამოძიება უკვე დაუკავშირდა კონკრეტული ფაქტის შეტყობინების ინიციატორს გ.ქ.-ს,  რომელმაც სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ არ იცნობდა კ.კ.-ს და არ ჰქონდა მისი საკონტაქტო მონაცემები, ასევე, ის არ იყო ფაქტის თვითმხილველი მოწმე და გამოძიებას მომხდარის ირგვლივ ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა.

 

პროკურატურამ დაადგინა კ.კ.-ს ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. იგი დროებით იმყოფებოდა მარნეულში, სადაც  ბლოკის ერთ-ერთ საამქროში მუშაობდა. ამ დროისთვის  გამოძიება ცდილობს მასთან დაკავშირებას.

 

გამოიკითხებიან ის პოლიციელები, რომლებიც  შესაძლოა ფლობდნენ გამოძიებისთვის  რაიმე სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner