logo_geo
eng_logo
გიორგი გვიმრაძე: ზოგს შესაძლოა, მოემატოს ხელფასი, ზოგი კი - დაემშვიდობოს სამსახურს
- +

18 მაისი. 2016. 14:40


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელთა მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ბორდის ხელმძღვანელს.

ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემკურიერთან" საუბარში დაადასტურა. თუმცა, რატომ არ მოხდა რეაგირება, ამასთან დაკავშირებით ის არ საუბრობს.



ჩვენ რეორგანიზაციის პროცესში ვართ და უნდა გადაიხედოს ყველაფერი, მათ შორის თანამშრომელთა რაოდენობა. ვიღაცეებს შესაძლოა მოემატოს ხელფასი, ვიღაცეები შესაძლოა დაემშვიდობონ სამსახურს", - განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელთა ნაწილმა დღეს აქცია-ბრიფინგი გამართა. ისინი ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ადმინისტრაციას ისინი 21-დღიან ვადას აძლევენ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner