logo_geo
eng_logo
გამოკითხვის თანახმად, გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ყველაზე მეტად მოსწონს
- +

18 მაისი. 2016. 14:41


„ახალგაზრდულმა ცენტრმა" პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების რეიტინგის დასადგენად, მიმდინარე კვლევის შუალედური შედეგები წარადგინა.


კითხვაზე, ყველაზე მეტად რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ, გამოკითხულთა უმრავლესობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ასახელებს.


გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: გიორგი კვირიკაშვილი 35.1% (317 რესპონდენტი); ირმა ინაშვილი 12.6% (113 რესპონდენტი); დავით ბაქრაძე 8.9% (80 რესპონდენტი); ნინო ბურჯანაძე 8.6% (77 რესპონდენტი); გიორგი მარგველაშვილი 7.6% (68 რესპონდენტი); დავით უსუფაშვილი 6.8% (61 რესპონდენტი); ირაკლი ალასანია  6.2% (56 რესპონდენტი); გოგი თოფაძე 4.9%  (44 რესპონდენტი); შალვა ნათელაშვილი 4.3% (39 რესპონდენტი); სხვა 5% (45 რესპონდენტი).    



კვლევა მაისში დაიწყო და მას თსუ-ს სოციოლოგები ატარებენ. ამ ეტაპზე, 900 რესპონდენტია გამოკითხული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner