logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი ონში მომხდარ შემთხვევაზე: ჩვენ დაცვის პოლიციელს უფლებამოსილება შევუჩერეთ
- +

24 ნოემბერი. 2018. 16:01

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ონში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაჭრის ფაქტზე ისაუბრა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, საქმეს საქართველოს პროკურატურა იძიებს.

 

„რაც შეეხება ონის ინციდენტს, მოგეხსენებათ, რომ დაუყოვნებლივ, იმავე დღეს მოხდა ბრალდებული პირის დაკავება. მას მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი, ამ ეტაპზე ექსპერტიზებია დანიშნული და როგორც კი იქნება შედეგები,  საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ. რაც ყველაზე მთავარია, იმის გამო, რომ საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გააჩნდა, რადგან დაცვის პოლიციის თანამშრომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ჩვენ ამ ადამიანს უფლებამოსილება შევუჩერეთ და საქმე გამოსაძიებლად  საქართველოს პროკურატურას გადავეცით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner