აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდის განცხადებით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები, შესაძლოა, გაუქმდეს, თუმცა, მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი მინსკის შეთანხმების სრულ განხორციელებას უზრუნველყოფს.
„როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ მინსკის შეთანხმება განხორციელდება, სანქციები მოიხსნება რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
მისი თქმით, აშშ არასოდეს აღიარებს აღმოსავლეთ უკრაინის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგებს.