logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ინფორმაცია, არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიციის არასათანადო რეაგირების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება
- +

24 ნოემბერი. 2018. 18:52

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ინფორმაცია, არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიციის არასათანადო რეაგირების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

როგორც მეზვრიშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი მესიჯები ხელს უწყობს დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას და ახალისებს ძალადობას იმ ფონზე, როცა არჩევნების დღეს პოლიციის ჩარევის შედეგად ფიზიკური დაპირისპირების არაერთი შემთხვევა იქნა თავიდან აცილებული და დღეის მდგომარეობით სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.

 

„ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველის პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები. გაცნობებთ, რომ ჯერ კიდევ არჩევნების გამოცხადებამდე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ. პოლიციის აქტიური მუშაობის შედეგად, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში ძალადობის არაერთი ფაქტი იქნა თავიდან აცილებული.

 

ამასთან, მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომელიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, ხოლო მტკიცებულებების მოპოვებისთანავე - სისხლისსამართლებრივი დევნა. მათ შორის, კონკრეტული პირები არიან ბრალდებულები ადიგენში, თიანეთში, ქუთაისის საკრებულოში, ახალქალაქში და ონში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე.

 

საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალადობის კლებაზე და პოლიციის მხრიდან სათანადო რეაგირებაზე აღნიშნულია საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებშიც“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

მან ასევე მოუწოდა ყველა პირს და ორგანიზაციას, ვინც შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, მოახდინონ დაუყოვნებლივ პოლიციის ინფორმირება იმისთვის, რომ სამართალდამცავების მიერ თითოეული ფაქტის გადამოწმება და სათანადო რეაგირება არჩევნების დღემდე განხორციელდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner