logo_geo
eng_logo
საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა, „ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსმა“ და „ჰანიველ პარტნერსმა“ 120 მლნ ამერიკული დოლარის საინვესტიციო ღირებულების ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
- +

18 მაისი. 2016. 15:15


„ექსპო ჯორჯიაში" გამართულ პრეზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში „ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსის" ცემენტის და ბეტონის ქარხნების გადაიარაღებას თანამედროვე, ენერგოეფექტური და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.



„ჰანიველ პარტნერსის" მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული და მოხარულია, რომ „ჰაიდელბერგთან" პარტნიორობა შედგა, რაც სამივე მხარისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდება. მხარეებს შორის საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება.



პროექტის ფარგლებში 100 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება კასპის ქარხანაში ახალი, მშრალი მეთოდით წარმოების ხაზის დანერგვაში, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზრდება წარმოების პროცესის ეფექტურობა.



კასპის ქარხანაში წარმოების ახალი ხაზის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები 2015 წლის ბოლოს დაიწყო, ძირითადი სამუშაოების განხორციელება კი მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება. დამატებით 20 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება ვერტიკალურად ინტეგრირებული ბიზნესსტრუქტურების ჩამოყალიბებაში, რაც ბეტონის და ინერტული ქარხნების ქსელის გაფართოებას ითვალისწინებს. პარტნიორები ასევე სწავლობენ დასავლეთ საქართველოში არსებული საწარმოო ბაზის გაფართოების პერსპექტივას.



პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, გააუმჯობესებს ქვეყნის სავაჭრო ბალანსს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.



„ჰაიდელბერგცემენტის კავკასუსის" საწარმოების გადაიარაღების და განვითარების პროექტი 2016­18 წლებში განხორციელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner