logo_geo
eng_logo
პროკურატურა მარნეულში მომხდარ ფაქტზე ვიდეომასალას ასაჯაროებს
- +

24 ნოემბერი. 2018. 19:42

 

 

„პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გივი ქველაძემ, საჯარო სივრცეში განცხადებით ბრალი დასდო მარნეულის შს რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს ძალადობის განხორციელებაში. კერძოდ განაცხადა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს, პოლიციელებმა პოლიტიკური ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კ.კ.-ს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„პროკურატურამ ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო გამოძიება და დაუკავშირდა  გივი ქველაძეს, რომელმაც გადატვირთული გრაფიკის გამო უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. გამოძიებამ გამოკითხა კ.კ.-ს მკურნალი ექიმი, რომელმაც განმარტა, რომ საავადმყოფოში შეყვანილ კ.კ.-ს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა.

 

გამოძიებამ ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოიღო ვიდეოჩანაწერები, რომელთა დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ გივი ქველაძის საჯარო განცხადებები არ დასტურდება და კ.კ.-ს მიმართ რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

 

რაც შეეხება უშუალოდ კ.კ.-ს, მასთან დაკავშირება და შესაბამისად გასაუბრება ამ დროისთვის ვერ ხერხდება, ხოლო თავად გივი ქველაძე აცხადებს, რომ იგი კ.კ.-ს არ იცნობს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ აქვს ინფორმაცია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner