logo_geo
eng_logo
„2014 წლიდან მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში საქართველო რეგიონში ლიდერია"
- +

18 მაისი. 2016. 15:27


ექსპერტი მიხეილ დუნდუა „facebook"-ზე წერს, რომ 2014 წლიდან მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში საქართველო რეგიონში ლიდერია.

 

 

ლესტერ სიტის" ეფექტი! საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებსაც კი გადაუსწრო.

მსოფლიო ბანკმა მსოფლიოს 17 წამყვანი ანალიტიკური ცენტრის შემაჯამებელი ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ 4 ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

მსოფლიო ბანკი მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების შემაჯამებელი ექსპერტიზის შედეგებს (The worldwide Governance Indicators (WGI) ყოველწლიურად აქვეყნებს. ფასდება 200 ზე მეტი ქვეყნის/ტერიტორიის ხელისუფლების ხარისხი: 1. კორუფციისაგან თავისუფლება (კორუფციის კონტროლი); 2.კანონის უზენაესობა; 3. ხარისხიანი რეგულირება; 4. მთავრობის ეფექტიანობა.

ყველა ამ აგრეგატის მიხედვით საქართველომ ახალი ხელისუფლების პირობებში ისტორიული მაქსიმუმი, ანუ საუკეთესო შედეგი აჩვენა.

კორუფციისაგან თავისუფლება:

კორუფციის კონტროლის მიხედვით, დღესათვის საქართველო მსოფლიოში 52-პოზიციაზეა. წინა ხელისუფლების პერიოდში ვითარება იმდენად არსახარბიელო იყო, რომ თუკი 2006 წელს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 88 -პოზიციაზე იყო ( 57.56% ქულა), უკვე 2011 წელს 92 -ადგილზე ჩამოქვეითდა (56.87%).

2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, ვითარებამ გამოსწორება დაიწყო (76-ადგილი(64.11%).

2014 წლიდან საქართველო მსოფლიოში 52 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, სლოვაკეთი და სლოვენია.

კანონის უზენაესობა:

კანონის უზენაესობის რეიტინგში, საქართველო 2014 წლიდან 75-ადგილზეა (64.42%). 2006 წელს 126 -ადგილზე იყო (40.19%), ხოლო 2011-2012 წელს შესაბამისად 104-და 97-პოზიციაზე (51.64% და 54.50%).

კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო რეგიონში უდაო ლიდერია და თან უსწრებს ევროკავშირის წევრ ორ სახელმწიფოს, რუმინეთს (63.5%) და ბულგარეთს (55.8%).

ხარისხიანი რეგულირება

რეგულაციების ხარისხიანობის მიხედვით, საქართველო 2014 წლიდან 44 ადგილზე იმყოფება(79.33%, რაც ისტორიულად საუკეთესო შედეგია). 2011-2012 წლებში შესაბამისად 56ე(73.93%) და 58-ე (72.73%) პოზიციაზე იყო.

2014 წლიდან საქართველო აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სლოვაკეთი, სლოვენია, იტალია, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ხორვატია.

მთავრობის ეფექტიანობა:

მთავრობის ეფექტიანობის მსოფლიო რეიტინგში, საქართველო 2014 წლიდან 60-ადგილზეა (71.63%, რაც ისტორიულად საუკეთესო შედეგია). 2011-2012 წლებში შესაბამისად 66-ე(69.19%) და 64-ე (69.86%%) პოზიციაზე იყო.

2014 წლიდან მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში საქართველო რეგიონში ლიდერია და უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი", - წერს დუნდუა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner