logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: მზად ვართ, მეორე ტურის მშვიდობიან გარემოში ჩატარება უზრუნველვყოთ
- +

24 ნოემბერი. 2018. 23:14

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ წინასაარჩევნო პერიოდში უწყების მოვალეობების და კომპეტენციის შესახებ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით ძალადობის ფაქტები შემცირებულია, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა სახის, მათ შორის ძალადობრივ დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში 22 პირია მიცემული.

 

მეზვრიშვილი ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს როგორც ოპოზიციური, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და არანაირი პოლიტიკური ნიშნით საქმის გამოყოფა არ ხდება.

 

შს მინისტრის თქმით, უწყების წარმომადგენლები არჩევნებთან დაკავშირებით შესაძლო დარღვევებზე მედიით გავრცელებულ ყველა ინფორმაციას ადგილებზე ამოწმებენ.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩევნების დროს სამინისტროს კომპეტენციაზეც ისაუბრა.

 

„ჯერ კიდევ აგვისტოში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შევქმენით სპეციალური მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით უსაფრთხოებას იცავენ და დანაშაულის ფაქტებზე რეაგირებენ. რაც შეეხება დანაშაულებებზე რეაგირებას - ეს ადამიანები იცავენ უსაფრთხოებას. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ პირველმა ტურმა ჩაიარა მშვიდობიან გარემოში და ჩვენ მზად ვართ, რომ ასეთივე გარემოში უზრუნველვყოთ არჩევნების ჩატარება მეორე ტურის მიმდინარეობის დროსაც. დღეის მდგომარეობით 22 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის, იმ ძალადობრივ ქმედებებზე, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში თუ არჩევნების დღეს ჰქონდა ადგილი. ასე რომ ობიექტურად უნდა ითქვას, რომ სამინისტრო დაკისრებულ ფუნქციებს ძალიან კარგად ასრულებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner