logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: პრეზიდენტს არასწორი წარმოდგენა აქვს
- +

18 მაისი. 2016. 15:28


„პრეზიდენტს არასწორი წარმოდგენა აქვს იმასთან დაკავშირებით, თითქოს პარლამენტმა ნაჩქარევად მიიღო ეს კანონპროექტი", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"

კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას. მისი თქმით, პარლამენტი სინამდვილეში  3 თვის განმავლობაში იხილავდა ამ კანონპროექტს და არავითარი დაჩქარების მომენტი აქ არ ყოფილა.


„ამაზე მიუთითებს ის მომენტიც, რომ ჩვენ არ ვჩქარობთ პრეზიდენტისთვის კანონპროექტის გადაგზავნას. მე არ ვიცი, რატომ ჩქარობს პრეზიდენტი კანონპროექტის მიღებას, იმიტომ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულია 7-დღიანი ვადა და ჩვენ 7 დღის განმავლობაში პრეზიდეტს აუცილებლად გადავუგზავნით მას.

 

შევახსენებ პრეზიდენტს, რომ მეორე და მესამე მოსმენებს შორის განხილვა თუკი რამის ხდება კანონპროექტში, შეიძლება მხოლოდ წერტილის და მძიმის შეცვლა, თუ ამაზეა საუბარი, რომ წერტილ-მძიმის შეცვლა ნაჩქარევად მოხდა, ამას მე ვერ დავეთანხმები, რადგან ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა საპარლამენტო საქმიანობაში", - განაცხადა კახიანმა.



საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, „საკონსტიტუციო

სასამართლოს შესახებ" კანონპროექტის მიღების პროცესი სწრაფად წარიმართა, რაც

პოლიტიკურად გაუმართლებელია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner