logo_geo
eng_logo
პარიზში საწვავის ფასის მატების მოწინააღმდეგეთა აქციაზე 18 პირი დააკავეს
- +

24 ნოემბერი. 2018. 23:50

 

 

პარიზში საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 18 დემონსტრანტი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Time ავრცელებს. ამასთან, France 24-ის ცნობით, დემონსტრაციაში, რომელიც მოგვიანებით სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა, 8 000 ადამიანი მონაწილეობდა. მთელი საფრანგეთის მასშტაბით კი, საპროტესტო მსვლელობაში 80 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აქცია მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც საწვავის ფასის ზრდას უკვე კვირაზე მეტია, აპროტესტებს. მომიტინგეებმა საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში გზები გადაკეტეს, ბარიკადები ააგეს და მათ ცეცხლი წაუკიდეს.

 

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პარიზში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 3 000 პოლიციელი გაიყვანეს.

 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფერ კასტანერმა პარიზის ცენტრში არეულობაზე პასუხისმგებლობა ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულ ფრონტსა“ და მის ლიდერს მარი ლე პენს დააკისრა. თავად ლე პენი აცხადებს, რომ ძალადობისკენ მოწოდება არასდროს გაუკეთებია.

 

საფრანგეთში საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 17 ნოემბერს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში აქციების დროს დაიღუპა ორი და დაშავდა 530-ზე მეტი ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner