კომპანია „გორბის“ დამფუძნებლის, სოციოლოგ მერაბ ფაჩულიას თქმით, მათ ჩაატარეს კვლევა როგორც პირველი, ისე მეორე ტურის წინ. ფაჩულია აცხადებს, რომ მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 52 %-ზე მეტ ხმას მიიღებს.
„მე უფრო მეტ წონას მივცემდი სალომეს ზურაბიშვილს, ვიდრე „გელაპის“ გამოკვლევამ, რომელმაც დათვალა, რომ ის მეორე ტურში 52 %-ს მიიღებს“, - განაცხადა ფაჩულიამ თუმცა კონკრეტული ციფრი არ დაუსახელებია, რადგან კვლევაზე მათ მუშაობა გუშინ დაასრულეს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? - ტელეკომპანია „იმედმა“ წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევა „გელაპ ინტერნეიშენალს“ დაუკვეთა. ხმები ალოკაციის შედეგად ასე განაწილდა: სალომე ზურაბიშვილი - 52 %, გრიგოლ ვაშაძე - 48 %.