logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: უახლოეს პერიოდში შსს-ს ინიციატივით მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია
- +

25 ნოემბერი. 2018. 12:00

 

 

უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრო ინიციატივით მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ გავამკაცრეთ კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ კანონი, შედეგები, უბრალოდ რომ ჩაიხედოს ვინმემ, რა ხდება ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის ნაწილში დღეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ასევე, მინდა სიახლე გამცნოთ, რომ უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული. რაც შეეხება ბიზნესის რეკეტს და ამ აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელ ისტორიებს, ზოგან ერთი, ზოგან ორი მსახიობის თეატრების მრავალსერიან ფილმებს, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კონტექსტით. დარწმუნებული ვარ, გადაივლის ეს არჩევნებიც და ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი შემდგომ. უბრალოდ მთავარია, რომ ამის შემდგომ არ არ დაგვრჩეს რაღაც ისეთი შეგრძნებები, რომლებიც ობიექტურობისგან იქნება ძალიან მოშორებული," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner