საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა კოალიცია „ქართული ოცნების" დაშლაზე ღიად ისაუბრა. როგორც მეჭიაურმა „ალიასთან" ინტერვიუში განაცხადა, კოალიცია „ქართული ოცნება" რეალურად აღარ არსებობს.
„კოალიცია შეიძლება იურიდიულად არ არის დაშლილი, მაგრამ რეალურად თუკი შევხედავთ, უკვე არის ისეთი საკითხები, რომელსაც ზოგიერთი სუბიექტი ემიჯნება", - განაცხადა მეჭიაურმა.