საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგიის შემდეგ შოშიაშვილები და ხუციშვილები დალოცა.
„დღეს არის იოანე მოწყალის ხსენება. ვაკეთოთ მოწყალება, სიკეთე, ეს სიკეთე მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. დღეს ჩვენ ვლოცავთ ორ გვარს, ეს არის ხუციშვილები და შოშიაშვილები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა თქვენ და სრულიად საქართველოს", - ბრძანა უწმინდესმა.