logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძემ ბათუმში სასტუმრო „Courtyard by Marriott“-ის მშენებლობისპროცესი დაათვალიერა
- +

25 ნოემბერი. 2018. 14:43

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, სასტუმრო „Courtyard by Marriott“-ის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

 

ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე 41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექს„ალიანს პალასის“ შენობის პირველ ხუთ სართულზე, საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის„Courtyard by Marriott“ 150-ნომრიანი სასტუმრო, ხოლო დანარჩენ სართულებზე პრემიუმკლასის სასტუმრო აპარტამენტები განთავსდება.

 

მშენებლობის პროცესში გამოყენებულია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები. ამ ეტაპზემიმდინარეობს „ალიანს პალასის“ სასტუმრო აპარტამენტების ნაწილის ინტერიერისსარემონტო სამუშაოები, რომელიც საერთაშორისო სტუდია „D 73-ის“ დიზაინის მიხედვითგაკეთდა და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

 

პარალელურად აქტიურ ფაზაშია შიდა სამშენებელო სამუშაოები „ქორთიარდ მარიოტის“ ნაწილში და პირველი სტუმრების მიღებას სასტუმრო მომავალი წლიდან დაიწყებს.

 

„ალიანს ჯგუფის“ პროექტში „ქორთიარდ მარიოტის“ გარდა კიდევ ერთი საერთაშორისოკომპანია „Sophos Hotels“ შემოდის, რომელიც კომპლექსის მართვას უზრუნველყოფს.

 

პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე 45 მლნ. აშშ დოლარს აღემატება დასამუშაოებში 1000-მდე ადამიანი არის ჩართული. ექსპლუატაციაში მიღების შემდეგპროექტი 300-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner