პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვა-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიეტუვას ყოფილ ელჩს, ჟიგიმანტას პავილიონისის შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას და საარჩევნო გარემოს.
„მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დემოკრატია საქართველოში ასეთი ძლიერია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაძაბული კამპანია მიმდინარეობს. პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ეს არის ნამდვილი დემიკრატია და მე ჩამოვედი მეორე ტურამდე, რათა შევხვედროდი სხვადასხვა ადამიანებს, რომ ისინი დამერწმუნებინა რომ ლიტვა არის საქართველოს ერთ-ერთი ახლო მეგობარი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისიმ.