logo_geo
eng_logo
მამა პეტრე: ევას სიცოცხლეს გავულამაზებთ
- +

18 მაისი. 2016. 15:43


მამა პეტრე კვარაცხელია (კოლხი) სოციალურ ქსელში საკუთარ წიგნზე წერს და ამბობს, რომ გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხით ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს ევა ბარბაქაძეს დაეხმარება:

როგორც იქნა გამოიცა. რამდენიმე დღეში სრულად იქნება. ხელში რომ ავიღე, ათასი აზრი მომივიდა. ქართველებმა მხარში დგომა მაინც ვიცოდით დაუმადლებლად. დღეს ესეც დაგვავიწყდა. არ ვიცი, რისი ბრალია, მაგრამ ქველმოქმედებასაც ანგარებით ვგეგმავთ. არავინ ვართ განსაცდელისგან დაზღვეულები. კაცმა არ იცის, ვის რა გველოდება. სიკეთის შედეგს არ დაველოდოთ, ისე ვაკეთოთ... 

ძალიან მინდა, ჩემი მოკრძალებული და უმნიშვნელო შრომა შორენასთვის და ევასთვის გავწიო. 
მალე ახალი წიგნის წარდგენა მექნება და ერთად ჩავდგებით სიკეთის სამსახურში. თქვენ
მიერ შეძენილი წიგნით ევას სიცოვხლეს გავულამაზებთ", - წერს მამა პეტრე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner