logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო გუნდი მხარს უჭერს იმ პრიორიტეტებს, რომელიც შსს-ს აქვს
- +

25 ნოემბერი. 2018. 16:25

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ქუჩურ გარჩევაზე კრიმინალიზაციას ეხება.

 

საპარლამენტო გუნდი მთლიანად მხარს უჭერს იმ პრიორიტეტებს, რომელიც შსს- აქვს, მათ შორის კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლაში.

 

რა თქმა უნდა, სანქციების გამკაცრება პოლიტიკის თანმიმდევრულად განხორციელება არის მნიშნვნელოვანი და ამასთანავე, მნიშვენელოვანია, ახალგაზრდების ჩართვა მოხდეს კიდევ უფრო მეტად სპორტსა და საგანმანათლებლო აქტივობებში. ვფიქრობ, რომ ეს ზომები, კომპლექსურად თავის შედეგს გამოიღებს.

 

დღემდეც, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო წარმატებული კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლაში, რაც ასახულია არაერთ საერთაშორისო რეიტინგში. მომავალში ამ რეფორმების შედეგად ჩვენი მოქალაქეები კიდევ უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ თავს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner